კიზილქილისას საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
02-12-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლაში საზეიმო და ამავედროულად, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

„შემოდგომის ზეიმი გაიმართა ორ განყოფილებად:
1. საშემოდგომო მოსავლის გამოფენა და იმიტირებული ბაზრობა. მოსწავლეებმა გამოფინეს საკუთარი შრომის პროდუქტები, შემდეგ მასწავლებლებმა და მშობლებმა შეიძინეს სასურველი პროდუქტები. მოსწავლეებმა გასაოცარი ბიზნესის ნიჭი გამოავლინეს.

2. გამოფენა-ბაზრობა საზეიმო კონცერტით დამთავრდა. ბოლოს, ყველა ბავშვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაყიდული პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი 70 ლარი და ნავაჭრი პროდუქცია, რაც სკოლის თანამშრომლებმა შეიძინეს, გადასცეს სოფელ კიზილქილისაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ მოხუცს - თოუზ გუსეინოვას, რომელიც უსინათლოა და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. ამ მოხუცისთვის ეს დღე მოულოდნელი და სიხარულით აღსავსე იყო, ხოლო მოსწავლეებისათვის თანაგრძნობის და თანადგომის გამოხატვის საუკეთესო საშუალება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203