თელავის N9 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-12-2019

თელავის N9 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს პროგრამის -  „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ლიზა ხაზიური, თიკო ნეკაშვილი, ნათია კრაწაშვილი, ნიკა ღაღაშვილი და ბაჩანა უგრეხელიძე დაჯილდოვდნენ.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს. 

„ეს მომღიმარი, ლამაზი და საკუთარი წარმატებით გახარებული ახალგაზრდები ჩვენი მე-10 კლასელები არიან. პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში დღეს დაჯილდოვდნენ: ლიზა ხაზიური,თიკო ნეკაშვილი, ნათია კრაწაშვილი, ნიკა ღაღაშვილი და ბაჩანა უგრეხელიძე! გილოცავთ ბავშვებო, ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ, წარმატებები“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203