ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
02-12-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლამ მოსწავლეებს წარმატებები საზეიმო ვითარებაში მიულოცა და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სერტიფიკატები და სიგელები გადასცა.
სერტიფიკატები პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 51-ქულიანი ბარიერი. მეორე ტურში მონაწილე მოსწავლეებმა კი სიგელები მიიღეს.
„ეტალონის“ მეორე, მუნიციპალურ ტურში მოსწავლეები ნინი გოქაძე და დავით ლომიძე მონაწილეობდნენ.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა ამაყობს მიღწეული წარმატებებით და მადლობას უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პროექტ „ეტალონის“ ორგანიზატორებს.
შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს