თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ
02-12-2019

მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ინტეგრირებულ (რუსული ენა, ქართული ენა და ისტორია) პროექტის ფარგლებში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ და პატივი მიეგოთ წინაპრების ხსოვნისადმი. მოსწავლეებმა საფლავები ყვავილებით შეამკეს და გაიხსენეს მათი დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ქეთინო ჯიმშელეიშვილი, თინა ცომაია და თინათინ ხეჩიკოვა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203