დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
02-12-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტ დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის II კლასელებმა ოქროსფერი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთნენ. 

„მოსწავლეებმა მშობლებს და მასწავლებლებს წარუდგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები. ასევე გაიხსენეს, როგორ ზეიმობდნენ  შემოდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203