ფშავლის საჯარო სკოლაში განხილვა-პრეზენტაცია - „ალექსანდრე მაკედონელი“ მოეწყო
02-12-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშავლის საჯარო სკოლის  ისტორიის მასწავლებლის, ლიზა ზათიაშვილის, ხელმძღვანელობით  VIII  კლასში განხილვა-პრეზენტაცია - „ალექსანდრე მაკედონელი“ მოეწყო.

პრეზენტაციის თემები იყო: ალექსანდრე მაკედონელის ბავშვობა, ბუცეფალი, გლობალიზაციის იდეა, მაკედონელის ბრძოლები, ალექსანდრეს საუბარი ინდიელ ბრძენთან, ალექსანდრე დეპრესიაში - „დასაპყრობი აღარაფერია“, ალექსანდრეს გარდაცვალების თანამედროვე ვერსიები, ბაბილონში  - ტასისზე ნაპოვნია ალექსანდრეს სამარხი.

პრეზენტაცია მოსწავლეებმა: დეა ზათიაშვილმა, ანი რამაზაშვილმა და ლიკა წეწიაიძემ  წარმართეს.  

პრეზენტაციაზე დეა ზათიაშვილის მიერ შესრულებული მაკედონელის პორტრეტი და VIII კლასის მიერ დამზადებული კედლის გაზეთიც წარმოადგინეს. აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმიც - „ალექსანდრე მაკედონელი“.

პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203