ქობულეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
02-12-2019
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

„ახალგაზრდებს საჩუქრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად როსტომაშვილმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამის- „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

სკოლა მოსწავლეებს ულოცავს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203