ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა
02-12-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შემოდგომა მხიარულად გააცილეს.

„გავაცილეთ ოქროსფერი შემოდგომა. ამ ღონისძიებაში მთელი სკოლა იღებდა მონაწილეობას. ბავშვებმა შემოდგომა მხიარული სიმღერებით, ლექსებითა და სხვადასხვა აქტივობებით გააცილეს. ენთო მხიარული კოცონი, გაკეთდა ფელამუში და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელების ამოვლებაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203