ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი ჩხარტიშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა
02-12-2019
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, ანი ჩხარტიშვილმა, „კინგსის“ ინგლისური ენის სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
მოსწავლემ საქართველოს მაშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაქსიმალური 100 ქულიდან ყველა სწორი პასუხი დააგროვა და საპატიო პირველი ადგილი მოიპოვა.
ჩხარტიშვილი გახდა „მაგთის“ კლუბის წევრი და დეკემბრის თვის პრიზიორიც.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლესა და ინგლისური ენის პედაგოგს, ვერიკო ურუშაძეს, წარმატებას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს