
ქუთაისის N12 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსში, ბაგრატის ტაძარსა და უქიმერიონის გორაზე, ინგლისურ და ქართულ ენაზე წარადგინეს გაკვეთილი სათაურით ''ისტორიის ფურცლები''.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა ამ დიდი ისტორიული ძეგლებისა და ქრისტიანული ტაძრების შესახებ.
''მე-5 კლასელებმა კლასგარეშე გაკვეთილზე წარმოაჩინეს ნასწავლი მასალა. თავიანთი გალობით პატივი მიაგეს ჩვენს ისტორიასა და კულტურას,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.