ითხვისის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა
02-12-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სემინარზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინეს.
“სემინარში სკოლის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. გამოითქვა ძალიან საინტერესო მოსაზრებები. მოსწავლეებმა გაიხსენეს ტოლერანტობის ნიმუშები ქართული ლიტერატურიდან, ზეპირსიტყვიერებიდან, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები. აქტიურობდნენ: ლუკა იაკობიძე, ლიზი იაკობიძე, იაგო კაპანაძე, გურამ ყაველაშვილი და სხვ”,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს