აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
02-12-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

ღონისძიება სახელწოდებით - „ნახვამდის, შემოდგომავ“ - სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომაზე სიმღერები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი შემოდგომაზე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

„საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა გვამოგზაურეს ოქროსფერ და ბარაქიან აფხაზეთში“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203