ასპინძის სკოლის მოსწავლეების საინტერესო სასწავლო ექსკურსია
06-06-2017

ასპინძის სკოლის XIკლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარეხ ბერიძე) საინტერესო სასწავლო ექსკურსიით იმოგზაურეს ასპინძიდან ქუთაისისკენ.

უბისის (უბეის) უნიკალური ძეგლის დათვარიელებისას გაიხსენეს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და შეაფასეს IX საუკუნეში აგებული ძეგლის უნიკალურობა.

დიდი ემოციებით დატვირთულებმა გზა განაგრძეს და მოინახულეს რაჭა-ქუთაისის ღირსშესანიშნავი ადგილები - ნიკორწმინდა, საყინულას მღვიმე, გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე.

ყოველი ძეგლის ხილვისას მოსწავლეები ცდილობდნენ, საერთო მოენახათ სამცხეში არსებულ ძეგლებსა და რაჭა-იმერეთის ძეგლებს შორის.

ექსკურსია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის იყო.

ავტორი - ასპინძის სკოლის მასწავლებელი ლალი ალელიშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203