კნოლევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
02-12-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

თამაშში II-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშის თემატიკა და შეკითხვები შესწავლილი მასალიდან გამომდინარეობდა. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი დარეჯან ცუხიშვილი უძღვებოდა.

„თამაშის მიზანი იყო ხელი შეგვეწყო მოსწავლეთა  ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. მონაწილეები  მაქსიმალურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში, გაუჩნდათ ძიების სურვილი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203