ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ლიზი ბერიძე და დალილა მიქელაძე, წარმატებული სწავლისთვის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203