2 ცვლილება, რაც 2020 წელს ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში იქნება - ახალი ფორმატის ნიმუში
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები შევიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცვლილება მე-2 და მე-6 დავალებებს შეეხო.
- მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.
აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
- მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.
ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.
ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა
აუდიომასალა:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა
იხილეთ ასევე: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგინდა
ცნობილია ცვლილებები, რაც 2020 წლის ეროვნული გამოცდების ისტორიისა და მათემატიკის ტესტებში იქნება - იხილეთ ნიმუშები