ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბროწლიანის სათნოების სახლს ეწვივნენ
02-12-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები წნორის რაიონში მდებარე ბროწლიანის სათნოების სახლს ეწვივნენ.

მოსწავლეები სათნოების სახლში სოციალური პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ პედაგოგი ნინელი ნუმანიშვილი ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეებმა მათ საჩუქრად გადასცეს საკუთარი სახსრებით შეგროვილი თბილი ტანსაცმელი,სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეული. აღნიშნულმა ვიზიტმა ძალიან პოზიტიურ ვითარებაში  ჩაიარა. მოსწავლეებმა სათნოების სახლის ბენეფიციარებთან ერთად ჩაატარეს მცირე ღონისძიება, გაფორმებული ლექსებით, სიმღერებით და ცეკვით, რითიც შეეცადნენ მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღე შეძლებისდაგვარად გაეხალისებინათ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203