„ოქროსფერი შემოდგომა და ჩვენ“ - თამარიანის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
02-12-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, თამარიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნინო გოგოლაძის, ხელმძღვანელობით საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა და ჩვენ“ ჩაატარეს.
„ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და იმის ცოდნა იყო, თუ რა ცვლილებები ხდება წელიწადის ამ დროს ბუნებაში, რა საქმიანობას ეწევიან ადამიანები“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თათარა მოადუღეს, ჩურჩხელები ამოავლეს და დააგემოვნეს.
აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ.
ყველამ ერთად სიმღერითა და ლექსებით გააცილეს შემოდგომა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს