„სახალისო არქიტექტურა“ - სავანეთის საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
02-12-2019

„სახალისო არქიტექტურა“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის VIII კლასში ხელოვნებაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

„მოსწავლეებმა უპასუხეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა - რა არის არქიტექტურა, როდის გაჩნდა მაღალი შენობები, რა მასალით იგება ცათამბჯენები, რატომ არის აუცილებელი ადამიანებისთვის  მწვანე ნარგავები მის ირგვლივ  არსებულ გარემოში.

მოსწავლეებს სახელმძღვანელოში და დაფაზე გაკრული ილუსტრაციების დათვალიერების შედეგად უნდა შეექმნათ  სასურველი ფორმის არქიტექტურული მაკეტი: „გაზგასამართი სადგური ჩაიდანის სახით.“ სამუშაოს შესრულების დროს  უნდა გაეთვალისწინებინათ  ნაგებობის დანიშნულება.

მოსწავლეებს დაევალათ, მოემზედებინათ მაკეტი  „ლოკოკინის ფორმის სახლის სახით“, წარმოედგინათ  ნამუშევარი კლასის წინაშე, აღენიშნათ, რა იქცა მათთვის შთაგონების წყაროდ, ჩამოეყალიბებინათ, რა დანიშნულების  ესკიზი შექმნეს, რა გარემო მოუხდებოდა მათ მიერ შექმნილ არქიტექტურულ ნაგებობას. დაესახელებინათ  მხატვრები, არქიტექტორები, რომელთა შემოქმედება მკვეთრად გამოირჩევა ინდივიდუალური ნიშნებით, მოეყვანათ ნიმუშები და დაესაბუთებინათ მოსაზრებები,  შეედარებინათ  მაკეტი სხვადასხვა ეპოქის კულტურულ ხელოვნების ნიმუშებისთვის.

მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა ტიპის მაკეტი, გააკეთეს პრეზენტაცია.

რეფლექსიის ფაზაზე მოსწავლეებმა გაიაზრეს რა გაიგეს, რა ვერ გაიგეს. ფერად, წებოვან ფურცლებზე  ჩამოწერეს რა იყო მნიშვნელოვანი, ბუნდოვანი.

მოსწავლეები ფასდებოდნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

საერთო ჯამში, მოსწავლეებმა გამოიჩინეს კრეატიული ნიჭი,  შეძლებისდაგვარად, შექმნეს  „ხელოვნების ნიმუშები“ მაკეტის სახით“,-განმარტავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203