„ჩვენ გვინდა სუფთა გარემო“ - ხუცუბნის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
02-12-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ირმა შამილაძის ხელმძღვანელობით სოციალური პროექტი - „ჩვენ გვინდა სუფთა გარემო“ განხორციელდა.
პროექტის მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იყო.
„პროექტში წამოჭრილი პრობლემა რეალურად დგას ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ VII კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ, გვეზრუნა სუფთა გარემოზე და შეძლებისდაგვარად აგვემაღლებინა საზოგადოებაში ცნობიერება, რომ სუფთა გარემო ჩვენი უსაფრთხოების საწინდარია“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს