კორბოულის N2 საჯარო სკოლაში პროექტი -„მოდი ნახე“ ხორციელდება
02-12-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „მოდი ნახე“ ხორციელდება.
პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული არაფორმალური განათლების „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
სკოლის ინფორმაციით, "პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს მოინახულებენ, მოიძიებენ ინფორმაციას და დაამზადებენ ტურისტულ გზამკვლევს, რომელიც შემდგომ დაეხმარება ჩამოსულ სტუმრებს, მუნიციპალიტეტში გზა ადვილად გაიკვლიონ და მათთვის საინტერესო ადგილები დაათვალიერონ".
ასევე, პროექტის ფარგლებში დაარსდა კლუბი „მოდი ნახე“, რომელიც პროექტის მონაწილე მოსწავლეებით დაკომპლექტდა. სწორედ ისინი დაამზადებენ გზამკვლევს. ასევე, იგეგმება საინტერესო ლექცია-სემინარების ჩატარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს