საირხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
02-12-2019
ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში ნუგზარ დემეტრაშვილმა ჩაატარა.
„ბატონმა ნუგზარმა სოფელ საირხეში მდებარე სანერგეში მისულ მოსწავლეებს ადგილზევე გააცნო მცენარეების განვითარების სხვადასხვა ეტაპები, მათი ზრდის ხელშემწყობი პირობები და მწვანე საფარის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გავლენა გარემოზე. საირხის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ბატონ ნუგზარს მასპინძლობისთვის და საინტერესო კონსულტაციებისათვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს