შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე „ეტალონის“ ლაგოდეხის ინტელექტ-ჩემპიონატის მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა
02-12-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბაინდურაშვილი „ეტალონის“ ლაგოდეხის ინტელექტ-ჩემპიონატის მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა

ნინო ბაინდურაშვილს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.

სკოლის მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად და მონდომებით ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203