
ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის XI კლასი სასწავლო ხასიათის ექსკურსიაზე სამეგრელოში იმყოფებოდა. მოსწავლეებს დამრიგებელი ელზა ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.
„ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებს ენახათ დადიანების სასახლე ზუგდიდსა და სალხინოში. დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში მარტვილის კანიონმა და ჩანჩქერებმა, მათმა ბუნებრივმა სილამაზემ.
ამ ექსკურსიით მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი გამოთქვეს, მომავალშიც ისევ მოინახულონ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.