ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
29-11-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ჯაბნიძეების საჯარო სკოლის X კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, ანუკა აბუსელიძეს, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა.
ჯაბნიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს