თელეთის საჯარო სკოლაში პოეზიის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება ჩატარდა
29-11-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების, ლუიზა კიკოლაშვილის, მაკა ბუდაღაშვილისა და ნატო კანდელაკის ორგანიზებით ღონისძიება - „თანამედროვე ახალგაზრდა პოეტები“ ჩატარდა, რომლის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედთა გაცნობა და პოეზიის პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებაზე მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გენრი დოლიძის, გიორგი ზანგურის,თემურ ელიავას, თემურ შენგელიას შემოქმედება წარმოადგინეს.

„განსაკუთრებული ელფერი ღონისძიებას შესძინა მე-10 კლასის მოსწავლემ, გიორგი კალათუაშვილმა, რომელმაც საკუთარი ლექსები გაგვაცნო“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203