მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში მენდელეევის პერიოდული სისტემის შექმნის 150 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს
29-11-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში, პერიოდული სისტემის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო მენდელეევის მოღვაწეობის ისტორიული დეტალები.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია: „ქიმიური ელემენტების თავისებურებებსა და განსაკუთრებულ თვისებებზე“.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს და აჩვენეს ფილმი „მენდელეევის სიზმარი“.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები.

ღონისძიება საინტერესო, სახალისო და ეფექტური იყო.

 იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203