ყვარლის N1 საჯარო სკოლაში „ყვარლის ევროკლუბი - ილიას გზით ევროპაში“ გაიხსნა
29-11-2019
ილია ჭავჭავაძის სახელობის, ყვარლის N1 საჯარო სკოლაში „ყვარლის ევროკლუბი - ილიას გზით ევროპაში“ გაიხსნა.

ყვარლის ევროკლუბი ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნა.

ევროკლუბი ახალგაზრდა ევროპელი ელჩის, ნიკა გურინის, ინიციატივითა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და კორპორაცია „ქინძმარაულის“ მხარდაჭერით დაფუძნდა.

ევროკლუბის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203