საყუნეთის სკოლაში ''ბოლო ზარი'' გაიმართა. მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიმღერები, ლექსები და სახალისო ნომრები მიუძღვნეს და ამით გადაუხადეს პედაგოგებს მადლობა 12 წლიანი სწავლებისთვის.
სკოლის დამთავრება საყუნეთის სკოლის მეთორმეტეკლასელებს პირველკლასელებმა და აღსაზრდელებმაც მიულოცეს.
''ბოლო ზარი'' ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ეს ყოველთვის ასეა. ასე იყო დღესაც. ვულოცვათ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტეპზე ბევრ წარმატებას ვუსურვებთ,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.