ჭანჭათის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სპორტული ოლიმპიადის შესარჩევ თამაშებში საპრიზო ადგილები დაიკავეს
29-11-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალიტეტის შესარჩევ თამაშებში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

ჭანჭათის სკოლის ვაჟთა გუნდმა წელს უკვე მესამედ მაგიდის ჩოგბურთში მესამე ადგილი მოიპოვა. 

მესამე ადგილი დაიკავა ბადმინტონში სკოლის გოგონათა გუნდმაც.

„მეამაყება, რომ ჭანჭათის საბაზო სკოლა, სადაც მხოლოდ 43 მოსწავლე სწავლობს ტოლს არ უდებს გაცილებით დიდ სკოლებს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203