ლემშვენიერას საჯარო სკოლის მასწავლებლები ქართულ-დანიურ სემინარში მონაწილეობდნენ
29-11-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ლემშვენიერას საჯარო სკოლის მასწავლებლები ქართულ-დანიურ სემინარში მონაწილეობდნენ.
ქართულ-დანიური სემინარის თემა „წერითი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება“ იყო და სწავლების პროცესში გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
დანიელმა ტრენერებმა პროექტული სწავლების აქტივობები, შეფასების რუბრიკები, 5-წუთიანი წერითი სავარჯიშოების ფორმები, ბლუმის ტაქსონომია, განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება და მცირე წერითი დავალებები განიხილეს.
ტრენერებმა წერით დავალებებზე მათემატიკისა და ისტორიის გაკვეთილების მაგალითზე იმსჯელეს და ჯგუფებში მუშაობის დროს გამოსაყენებელი წერითი მოდელები პრაქტიკულად განახორციელეს.
საინტერესოდ წარიმართა სხვადასხვა აქტივობების მოდელირება: ,,ვმოძრაობთ და ვმსჯელობთ“, „ორმაგი წრე“, „გონების სავარჯიშოები“, მოსწავლეთა გააქტიურების ფორმები საგაკვეთილო პროცესში და სხვა.