ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
29-11-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა სხვადასხვა მხიარული აქტივობებით გააცილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში მოაწყვეს ნახატების გამოფენა, წარმოადგინეს შემოდგომასთან დაკავშირებული თემები და ჩანახატები, წაიკითხეს სხვადსხვა ლექსები და ამოავლეს ჩურჩხელები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველ წელს ნოემბრის ბოლო კვირაში იმართება.
სასკოლო აქტივობებში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კლასის დამრიგებლები და სკოლის დირექცია.
აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს