ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ინტელექტუალურ თამაშ ''ტვინების ბრძოლაში'' მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავს 9/I კლასის გუნდს: ლევან აბაშიძეს, საბა ჩიტორელიძეს, ნიკა ცაგარეიშვილის, გიორგი წერეთელს, ნიკა ხუნდაძეს.
თამაში 28 მაისს გაიმართა თბილისი მოლში და მასში 60-მდე გუნდი მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებიდან.
სკოლა მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ინტელექტუალურ ასპარეზზე.