„უსაფრთხოება ბუნებაში სტიქიური მოვლენების დროს“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა ჩატარდა
29-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-2 კლასში ბუნების წრის მორიგი მეცადინეობა - „უსაფრთხოება ბუნებაში სტიქიური მოვლენების დროს“ ჩატარდა.
საწრეო მუშაობას მ. ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.
წრის მუშაობის მთავარი მიზანი სტიქიური მოვლენების (ზვავი, მეწყერი) დროს მოსწავლეებისთვის უსაფრთხოების წესების დაცვა-გამოყენების სწავლება იყო.
საწრეო მუშაობა საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.