ლამოვანის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ექსკურსიით ახალციხეს ესტუმრნენ.
მათ ახალციხის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერეს - საფარას მონასტერი, რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი... დღის ბოლოს ბორჯომის ეროვნული პარკი მოინახულეს.
''ექსკურსიაზე სკოლის მე3-მე9 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ვიყავით. ყველასთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო დღე იყო'', - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.