მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლას „Educare Georgia-2“-ს წარმომადგენელი ელენე ღუდუშაური ეწვია.
„ელენე ღუდუშაურმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა უფასო ოლნაილ რესურსების შესახებ და მოსწავლეებს გააცნო ქართულად ნათარგმნი „ხანის აკადემიის“ საიტი, ასევე კოდის სტილით code.org.
გარდა ქართულად ნათარგმნი საიტებისა, ელენე ღუდუშაურმა ისაუბრა უცხო ენებზე არსებულ ონლაინ პლატფორმებზე და მათი სწავლების მეთოდებზე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
იხილეთ ფოტოები