ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
29-11-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში შემოდგომის გაცილების ღონისძიება -„შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ ჩატარდა.

„პირველი კლასის დამრიგებლის ფატმან კლდიაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გვიანი შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს.

მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებით, საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებით და  ნობათით საზეიმოდ   მორთეს.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბარაქიანი შემოდგომა, თვალს იტაცებდა  ფერთა ჰარმონია.

პირველკლასელთა  მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ფატმან კლდიაშვილს ასეთი  ლამაზი დღისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...