ქუთაისის N12 სკოლის სპექტაკლმა სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ''N-ოვაცია 2016'' ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა
სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ''N-ოვაცია 2016'', ქუთაისის N12 სკოლის სპექტაკლმა ''მონატრებიდან მარადისობამდე'' (ნოდარ დუმბაძე) ''წლის საუკეთესო სპექტაკლის'' ნომინაციაში გაიმარჯვა.
გარდა ამისა, სკოლამ ოთხ ნომინაციაში მოიპოვა წარმატება. სკოლის დორექტორმა ნათია სულავამ გაიმარჯვა ნომინაციაში - ''ორგანიზატორების რჩეული დირექტორი''. მარიამ მამისეიშვილს ''ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის'' შესრულებისთვის გადასცეს დიპლომი, ნატა მჭედლიძე ''ყველაზე პატარა მონაწილის'' დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო ლევან ხუჯაძეს ''ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის'' ნიკა წულუკიძის რჩეულის დიპლომი გადაეცა.