სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ღონისძიება „გვიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ სკოლის ეზო ლამაზად მორთეს, შემოდგომის ფოთლებმა კი ღონისძიების ადგილი კიდევ უფრო გაალამაზა.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, ღონისძიების დასასულს კი მასწავლებლებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.
დღე სასიამოვნო და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები