ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები კურსს - „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ გადიან
29-11-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში VIII-IX კლასის მოსწავლეები  „ტანსაცმლის დამზადების საწყისების“ კურსს გადიან.

აღნიშნულ კურსს უძღვებიან ქეთევან ჩირგაძე (უნივერსიტეტის წარმომადგენელი) და მზია ქარქაშაძე (სკოლის პედაგოგი).

პროექტის ფარგლებში სკოლის ლაბორატორიისთვის შეძენილია საკერავი მანქანები, სამკერვალო სამარჯვეების ნაკრები, უთო, საუთოო მაგიდა და სხვა საჭირო ინვენტარი.

პროექტის დასრულების შემდეგ ინვენტარი გადაეცემა სკოლას საკუთრებაში დასაჭიროებისამებრ გამოიყენებენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...