მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა სკოლის ტერიტორიაზე სათბური ააგეს
29-11-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა, ორგანიზაცია ევროპის ფონდის მიერ მეწარმეობის პროექტის დაფინანსების შემდეგ, სკოლის ტერიტორიაზე სათბური გამართეს.

„ორი თვის (აგვისტო-სექტემბერი) განმავლობაში მოსწავლეებმა ჩააბეტონეს და შეადუღეს რკინის ბოძები, გააფხვიერეს და გაასუფთავეს მიწა, დათესეს ე.წ „კასეტებში'“ თესლი, მოუარეს და გადაიტანეს სათბურში.

მოსწავლეები მიღებულ მოსავალს გაყიდიან და გარემოს მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნის განხორციელებისთვის გამოიყენებენ.

საგაზაფხულოდ სათბურის მთლიან ტერიტორიაზე დაითესება გასაყიდი ჩითილები, რომლებიც გაცილებით უფრო დიდ შემოსავალს მისცემს მოსწავლეებს.

სათბური პარტნიორ ორგანიზაციებთან, თემთან და სკოლებთან თანამშრომლობით აიგო სკოლის ტერიტორიაზე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-2 , მე-3 და მე-17 მიზნებს. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...