აფხაზეთის N11 საჯარო სკოლაში უჩვეულო ღონისძიება ჩატარდა
29-11-2019
ილია ვეკუას სახელობის, აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის VIII კლასში უჩვეულო ღონისძიება ჩატარდა.

„ვინაიდან VIII კლასის მოზარდთათვის 13-14 წელი განსაკუთრებით საფრთხილო ასაკია, XII კლასელებმა გადაწყვიტეს არა მარტო თავიანთი პირადი გამოცდილება გაეზიარებინათ, არამედ 28 მოსწავლის „მენტორებად“ გადანაწილებულიყვნენ და მაყურებლისთვის შეეთავაზებინათ მიმზიდველი შემეცნებით-გასართობი პროგრამა, რომელიც გაჯერებული იყო სიტუაციებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან“, -წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეებს „მენტორობას“ მე-12 კლასის მოსწავლეები: კოჩა ჩანგელია, ლუკა არონია, მარიამ ჭაავა, რამინ ბერაია, ანა სამუშია და თემურ რაფავა უწევდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...