ჟებოტის საჯარო სკოლაში პედაგოგ ინეზა ციხიშვილის ხელმძღვანელობით სოციალური პროექტი განხორციელდა
29-11-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ჟებოტის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ინეზა ციხიშვილის, ხელმძღვანელობით სოციალური პროექტი - „არა ბულინგს“ განხორციელდა.
„ეს არის თემა, რომელიც ძალზედ აქტუალურია მოზარდებში. დღეს უამრავი მოზარდი განიცდის ძალადობას არა მარტო ოჯახსა და საზოგადოებაში, არამედ სკოლაშიც. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები და პრევენციული ზომები უნდა მიეღოთ ძალადობის თავიდან ასაცილებლად“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სოციალური პროექტი საინტერესოდ და მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს