გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლე კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
29-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ დეკანოსიძე კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აკაკი  წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.  

კონფერენციის თემა იყო: „დავიცვათ შავი ზღვა დაბინძურებისაგან“ (პედაგოგი: ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი).

კონფერენციის ორგანიზატორია პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ განმახორციელებელი გუნდი.

მარიამ დეკანოსიძეს გადაეცა სერტიფიკატი. სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...