საირხის საჯარო სკოლაში პროექტი - „მწვანე ყუთი“ განხორციელდა
29-11-2019

ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლაში პროექტი მწვანე ყუთი“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივი თემის ხელმძღვანელობას მათ დაწესებულებაში „მწვანე ყუთის“ განთავსების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრები მაკულატურას ორ თვეში ერთხელ მიმღებ პუნქტში ჩააბარებენ და წიგნებს შეიძენენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203