ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში III-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პირველ ეტაპზე აქტიურად იასპარეზეს V კლასელებმა, მომდევნო ეტაპზე კი გამარჯვება არავის დაუთმეს VIII კლასელებმა („ევერესტი“).
გამარჯვებული კლასის ხელმძღვანელი ლალი მახარობლიძეა.
სკოლის დირექცია გამარჯვებულ მოსწავლეებს მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები