„ჩვენ ვაზიარებთ სითბოს, შენ კი გააზიარე სიკეთე“ - ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური აქცია წამოიწყეს
28-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა დირექციის ხელშეწყობით სკოლის შესასვლელში წარწერით - „ჩვენ ვაზიარებთ სითბოს, შენ კი გააზიარე სიკეთე“ კარადა დადგეს.
აქციის მიზანი შემოწირულობის სახით თბილი ტანსაცმლის შეგროვება და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის გადაცემაა. აქციას დღის ბოლოს მეათე კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
„ბოროტება ბოროტებით არ იკურნება. ბოროტება იკურნება სიყვარულითა და კეთილი საქმეებით. ერთმანეთს გავუკეთოთ კარგი და ის სიკეთე, რასაც სხვას გავუკეთებთ, შეიძლება ღირსიც არ არის ის ამ სიკეთისა, მაგრამ ათმაგად დაგიბრუნდებათ. ასე რომ, გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ადამიანი, გვიყვარდეს ერთმანეთი“, - სკოლის ადმინისტრაცია მოწოდებულ ტექსტში პატრიარქს, ილია მეორეს, ციტირებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს