წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკო-კლუბის წევრები ღონისძიებაში - „ევროპული დღეები“ მონაწილეობდნენ
28-11-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკო -კლუბი ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „ევროპული დღეები“ მონაწილეობდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებაზე გიმნაზიამ ქვეყანა ლატვია წარადგინა.
„გიმნაზიელებს თანამშრომლობა გაუწია ქალბატონმა ირინე ჩხეიძემ რესურსებით და საინტერესო პრეზენტაციით ხარაგაულისა და ლატვიის თანამეგობრობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.