ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ფიზიკაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
29-11-2019
ბათუმის N20 საჯარო სკოლის IXბ კლასში მასწავლებელმა, ლალი ალასანიამ, ფიზიკაში თემაზე - „არათანაბარი მოძრაობა, საშუალო სიჩქარე, მეყსეული სიჩქარე“ გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილს მასწავლებლის პროფესიული განვითარების შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული და შეფასების ჯგუფის მოწონება დაიმსახურა.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.