დაბა შუახევის საჯარო სკოლა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საპროტესტო აქციას შეუერთდა
28-11-2019

დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, ამავე სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელებმა და სხვა მსურველებმა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გამართეს.

„დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და დავგმეთ ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ტრანსფარანტებითა და შეძახილებით დავუდექით მხარში ერთიანი საქართველოს იდეას და მიზანს..."-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

აქციის მონაწილეების ლოზუნგები იყო: „თავისუფლება ვაჟა ექიმს“, „არა ოკუპაციას“, „ექიმის პროფესია ხელშეუხებელია“.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის 9 ნოემბერს დააკავეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203